• ნარჩიტა

    გთავაზობთ თურქი კლასიკოსი მწერლის, რეშად ნური გიუნთექინის რომანს ,,ნარჩიტა“. ნაწარმოებში ასახულია ადრე დაობლებული პატარა ფერიდეს ცხოვრება, რომელიც მშობლების გარდაცვალების მერე დეიდასთან იზრდებოდა. დეიდას ფერიდეზე ცოტა უფროსი ვაჟი, ქამურანი ყავდა. მალე დეიდაშვილებს შორის სიყვარულმა იმძლავრა. ყველაფერი ბედნიერი ქორწილით დასრულდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. ფერიდე შეიტყობს, რომ მათ შორის სხვა ქალი ჩამდგარიყო. სასოწარკვეთილი ქალი სახლიდან გარბის და არ იცის, რა ელოდება წინ, რა ინტრიგებს უმზადებს ცხოვრება და მოუწევს თუ არა კიდევ ქამურანთან შეხვედრა.

    17.00 
  • ტირიფების ჩრდილქვეშ

    რომანის სიუჟეტი II მსოფლიო ომისდროინდელ საქართველოში, ახალციხეში ვითარდება, სადაც განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები – სომხები, ებრაელები, ქართველები და თურქები ცხოვრობდნენ. პატარა ომერისა და ნიკას მეგობრობის ფონზე განვითარებული მოვლენები ერთ ღამეში ასი ათასზე მეტი ადამიანის მამაპაპეული საცხოვრებლებიდან აყრასა და სატვირთო მატარებლებით შუა აზიაში ტრაგიკულ გადასახლებას აღწერს, რამაც ბიჭების მეგობრობა იძულებით გაწყვიტა. ორმოცდღიანმა არაადამიანურმა მოგზაურობამ ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: ზოგი – შიმშილმა, ზოგი – სიცივემ, ზოგი კი ავადმყოფობამ იმსხვერპლა.
    რომანი მეგობრობის, ომისა და გადასახლების გარდა, ადამიანების იდეალებისა მსხვრევასა და მათთან ანგარიშსწორებაზე მოგვითხრობს – იდეალების, რომელთაც სიცოცხლე მიუძღვნეს. ავტორი ხატოვნად აღწერს ასევე მითოლოგიური კაფის მთას, ბოლშევიკური რევოლუციის აკვანს, პეტროგრადს, სვანეთს, მხოლოდ კავკასიის რეგიონისათვის დამახასიათებელ ფერადოვან, ზღაპრულ ცხოვრებასა და ტრაგიკულ სიყვარულს.

    12.50 
  • შიშის მოლოდინში

    პირველი თურქი პოსტმოდერნისტი მწერალი, ოღუზ ათაი (1934-1977), ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად – ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს – მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვით­მკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.

    8.00 
  • ჰარამხანა

    თურქული წარმომავლობის ამერიკელი მწერლის, ასლი სანჯარის “ჰარამხანაში” აღწერილია ამბავი ჩრდილო კავკასიიდან მოტაცებული და სტამბოლში ტყვედ გაყიდული ჩერქეზი გოგონასი, რომელიც სულთნის ჰარამხანაში ხვდება.

    წიგნში ცოცხალი ფერებით, ძალდაუტანებლად, რეალისტურად არის გადმოცემული ოსმალო ქალების, აგრეთვე ოსმალეთში ტყვედ გაყიდული და სულთნის ჰარამხანაში მოხვედრილი ჩერქეზი, ქართველი თუ სხვა ეროვნების ქალთა ცხოვრება; მათი ადგილი ოსმალური ტრადიციების, სასახლის კულტურის, ჰარამხანის წეს-ჩვეულებების ფონზე.

    8.50