• დეტექტივი ზღვის გოჭი

    როცა იდუმალი დანაშაულობები ხდება, შორიახლო სახლების ბინადარი ცხოველები, თვით ისინიც კი, რომლებიც გარეთ, ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ, უსათუოდ მიმართავენ ზღვის გოჭს _ დეტექტივ ჟერარს. თუმცა, ის ცნობილი სუსნიაა, ამიტომ საქმეს მხოლოდ გემრიელი ჰონორარის ფასად თუ მოჰკიდებს ხელს. ჟერართან ერთად შენ გაიგებ, ვინ მოჰპარა კატებს საუზმე, გაექცევი მშიერ მტაცებლებს, გაარკვევ ყველაფერს უცნობი ურჩხულის შესახებ, რომელიც კეთილ ცხოველებს აფრთხობს, გამოიკვლევ ბნელ კუთხე-კუნჭულებს, შეებრძოლები შიშს და, რაც მთავარია, ისწავლი, როგორ დაიჭირო ბოროტმოქმედები დედუქციისა და ლოგიკის გამოყენებით.

    11.98 
  • ოფორმლიანდია – ანუ გასეირნება ზონაში

    მარკიან კამიში დაიბადა 1988 წელს კიევში, ჩორნობილის ავარიის შედეგთა ლიკვიდატორის ოჯახში. სწავლობდა ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 2010 წლიდან აქტიურად იკვლევს ჩორნობილის ზონას, სადაც მავთულხლართს მიღმა 200 დღეზე მეტი გაატარა. მარკიან კამიშის წიგნი „ოფორმლიანდია ანუ ზონაში გასეირნება“ ჩორნობილის მხარის ემოციური განზომილებაა, არალეგალი „სტალკერი“ ტურისტების სამყაროში ჩაყვინთვა. ამ წიგნში თქვენ ვერ იპოვით ზონის სტანდარტულ აღწერას, ჩორნობილის ავარიის ჭეშმარიტ მიზეზებზე მოსაწყენ თხრობასა და მსჯელობებს. აქ შიგნიდანაა მიპყრობილი მზერა არალეგალურ ტურიზმზე გაუცხოების ზონაში, რომელიც თითქმის ორმოცი წელია უკრაინის პოლესიეს უნიკალური ტერიტორიაა. აქაა ზურმუხტოვანი ჭაობები, ჩასაფრებული მილიცია და დაკოჟრილ-დასისხლიანებული ფეხები. აქაა ღამეული პრიპიატის საშიში თავსხმები და მომხიბლავი განთიადები. წიგნი ილუსტრირებულია ავტორის მიერ გადაღებული ფოტოებით.

    10.98 
  • ტერენტი გრანელი “სიკვდილის შემდეგ” 4 ენაზე

    სამი ვარიაცია ტერენტი გრანელის თემებზე:

    რატომ მე არ მაფასებს თარსი პერიფერია?

    ტერენტი გრანელი

    მოდის უცნაური ხმა სამეგრელოს მთებიდან, ალბათ, წვიმამ გადიღო, ალბათ, გადაიკარა. მივატოვე თბილისი, კალმოსანი ძმები და ვუტევ კარებს დაკეტილს, როგორც ხარი წიქარა. დაო, მე ხომ ვიცოდი, მწუხარება დამღლიდა, ამავსებდა ლოცვებით ეკლესიის ზარები. ჩემი სული — ფრინველი ივედრება მაღლიდან, ვარსკვლავები გამხდარან მისი თანამგზავრები. მესიზმრება ხშირ-ხშირად წალენჯიხის ტაძარი, სანთლით განათებული მისი ყველა კუნჭული. კრძალვით მიახლოვდება ჩემი დედინაცვალი და ჩემს სახელს იფიცებს უნაზესი ჩურჩულით.

    13.98 
  • ტიბეტელი ბერის ლექსები და ჩანაწერები

    ტიბეტში მოღვაწე დისიდენტი ჩინელი ბერი ტაშირო მაცუკი, რომელიც იაპონური ფსევდონიმით წერდა და რომელსაც წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა, დღემდე უცნობია როგორც მის სამშობლოში, ასევე საზღვარგარეთაც. უნიკალური პიროვნების, დიდი პოეტისა და მოაზროვნის ლექსები და ჩანაწერები, რომელთა პწკარედებიც მთარგმნელს ხელთ დიპლომატიური გზებით ჩაუვარდა, მათი პირველი პუბლიკაცია და, შესაბამისად,  მსოფლიო პრემიერაა.

    14.98