• ომის წიგნი / ჩაპას წერილები მსოფლიოს ძაღლებს და ადამიანებს

    პროექტი დაფინანსებულია:

    შემოქმედებითი საქართველო

    საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 

    კიევში მცხოვრები ქართველი მწერალი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, უკრაინის სახალხო პოეტი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი რაულ ჩილაჩავა თავისი პატარა ძაღლის ჩაპას სახელით ემოციურად გვიყვება რუსეთ-უკრაინის ომზე, საკუთარ განცდებზე, ამხელს კრემლის დანაშაულებრივ პოლიტიკას, აკეთებს საკუთარ დასკვნებს და პროგნოზებს. ჩაპამ თავის პატრონთან ერთად გამოიარა დევნილის რთული გზა კიევიდან ლვოვამდე, ლვოვიდან ვარშავამდე, იქიდან კი საქართველომდე. თვითმხილველის მიერ დაწერილ ამ წიგნში ერთმანეთს ენაცვლება პუბლიცისტიკა, პოეზია, ინტერვიუ, ქრონიკა, დოკუმენტური ფოტომასალა, რომელთა ერთობლიობა ემსახურება მიმდინარე ომის მიზეზებისა და შედეგების პირუთვნელად წარმოჩენას. ავტორისა და გამომცემლობის ჩანაფიქრით წიგნი განკუთვნილია ფართო, მრავალენოვანი აუდიტორიისთვის, რომელიც მიიღებს თვითმხილველის მიერ მოწოდებულ ზუსტ და შემოწმებულ ინფორმაციას თანამედროვეობის დიდ ტრაგედიაზე.

    24.98